|
2024-04-17 23:09:03, 472 ნახვა
პოლიტიკა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის შემობრუნების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, რიგ შემთხვევაში, კანონი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე. "ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდეს საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მძიმე შეშფოთების გაზიარებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)