|
2016-02-11 11:44:41, 432 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვას აპირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის ინფორმაციით, "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას აპირებს. გოცირიძის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს. გოცირიძე ეროვნულ ბანკს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მოუწოდებს, რომ ეს არ დაუშვას. „გახსოვთ, "გაზპრომთან" შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და რუსული კი ეშმაკურად გაამჟღავნებდა ხოლმე? თუ თავი გაქვთ, დაიცავით პოზიციები თქვენს ქვეყანაში და გვაჩვენეთ, შეგიძლიათ თუ არა პრობლემების მოგვარებაო. ამას ნიშნავდა ეს. მსგავსი რამ ხდება ახლაც. სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ "გაზპრომი" აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის "გაჟონვას" უზრუნველყოფს. ფხიზლად უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ეს არ დაუშვას! თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრ რამეს სულ სხვა რაკურსით დავინახავთ. არ ვიცი, თუ რამდენად მოეწონებათ მათ, ვინც ეს ინფორმაცია "შემთხვევით" შემომიგდო, მისი ამ ფორმით გავრცელება. ან იქნებ, მიზანიც ეს იყო. მიდით და უზრუნველყავით ადგილზე სასურველიო ფონიო. ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს გაზპრომის პრინციპია: სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი“, - განაცხადა გოცირიძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)