03:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 11:12:04, 355 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში ვარძიის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება.

„700 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაცია  რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მისი კეთილმოწყობის შემდეგ,  ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

გზის მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია “ ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics