|
2024-04-16 13:46:29, 427 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ელისაშვილზე - ჭკუას ვერ დავარიგებ, მაგრამ ვურჩევ - ბოდიშის მოხდაა საჭირო
მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ - ბოდიშის მოხდაა საჭირო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ "მოქალაქეების" ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ელისაშვილის თავდასხმას ღირსეულად უპასუხა. "ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა მან ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდება. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ, ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მამუკა მდინარაძემ ამას უკვე გასცა პასუხი",- განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ სააკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)