|
2024-04-16 12:23:19, 365 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - კვლავინდებურად ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ - ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ესეც ჩაივლის
ბატონი ქადაგიძე დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ კვლავინდებურად და ბოროტად გამოეყენებინათ მათი ნდობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას სურს, გამჭვირვალე იყოს საზღვარგარეთიდან არასამთავრობოების და მედიაორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება. "ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა - ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ მათ დეკლარირება - ეს არის და ეს", - განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)