|
2024-04-16 11:27:45, 563 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
ამერიკის შეერთებული შტატების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზიანს აყენებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას, ისე დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს. მილერის თქმით, კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება, ვაპირებ, რომ დღეს ეს საკითხი აქ დავტოვო და არ ვისაუბრო რამე შედეგზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება", - აღნიშნა პრესსპიკერმა. მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა. „სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ, იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს“, - განაცხადა მილერმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)