|
2024-04-15 16:31:00, 432 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მოვუწოდებ მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულ ყველა აქციაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. "მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი!"- წერს სააკაშვილი "ფეიბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილის დილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლეის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ასევე დაგეგმილია საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზეც.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)