|
2024-04-15 15:13:44, 313 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო
საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ინტერესშია. „მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, რადგან აქ საუბარია მხოლოდ ერთ რამეზე: იმ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, შეავსონ დეკლარაცია და ეს იყოს გამჭირვალე... ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და მისცეს მითითება პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონი მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონპროექტი? - აგერ ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იღებს. „მე - კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის- შენარჩუნებული იყოს სახელმწიფოებრიობა, სიმშვიდე და არავის მიეცემა უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)