|
2024-04-12 17:49:29, 458 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან - გაიწვიეთ უკან
კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან. ეს კანონი არის საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ, გაიწვიეთ უკან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, "მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა არ არის". "ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია ივანიშვილის ხელსიუფლების მხრიდან აგრესიული ენით საუბარი, მუქარა, რომ მაინც გაიტანენ "რუსულ კანონს". სურთ, რომ შეაშინონ ქართველი ხალხი, აგდებულად ესაუბრებიან. ჩემდა სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში, ვხედავ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ესხმიან თავს საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს, ჟურნალისტებს. დღეს ჩვენ ვნახეთ გერმანიის კანცლერის მკაფიო პოზიცია, რომ ეს კანონი ევროკავშირთან არის შეუთავსებელი და ევროკავშირი და გერმანია ელოდება, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. არც ის მოუთხოვია ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ულტიმატუმით ვესაუბროთ და მუშტები ვუქნიოთ, ამას არ ითხოვს ქართველი ხალხი... თუ ვინმეს გონება შერჩენია ხელისუფლებაში, გაიწვიეთ ეს კანონი უკან",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ საქართველო აღნიშნულ კანონს არ მიიღებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)