|
2024-04-11 15:34:47, 403 ნახვა
პოლიტიკა
მელია მდინარაძეს - სადაც მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით - ეტყობა, გაგიჭირდათ
ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მელიას თქმით, "ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანი და ეს კანონი ეხება ყველას, ვისაც ევროპა უნდა". "ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო, პაციენტებს მიხედეთ; მსახიობებო, სპექტაკლი ითამაშეთ; მოცეკვავეებო, იცეკვეთ; მომღერლებო, იმღერეთ; ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი, ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა", - წერს ნიკა მელია. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სპორტსმენებს მოუწოდა, რომ "არ ჩაერიონ პოლიტიკაში და აკეთონ ის საქმე, რაშიც გმირები არიან". "ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ",- განაცხადა მდინარაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)