|
2024-04-11 15:21:42, 420 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ეროვნული ნაკრებიდან ნახევარს რომ მხარი დაეჭირა, გაგვიჭირდებოდა? - არ ვკადრულობთ
ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მმართველ პარტიას შეიძლება, ვიღაც უჭერდეს მხარს და ვიღაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი გაყოფა არ შეიძლება". "ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით, არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაცა შეიძლება არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაცა გვიჭერდეს, ვიღაცა მეგობარია ჩვენი. ლევან კობიაშვილი, ჩვენი ოჯახის წევრი ყველანაირი გაგებით, არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს, მხარი დამიჭირეთო, გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)