05:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 10:26:45, 341 ნახვა

საზოგადოება
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას" სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.

"თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა  მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე  ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა,  დამთვალიერებელს შესთავაზებს  ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.

გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics