00:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 12:05:16, 617 ნახვა

რეგიონი
კასპში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

კასპში ადგილობრივი ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შიკრიბნენ და 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავი აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეკრებილებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„მამა რომანოზმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორ წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics