|
2024-04-07 12:57:09, 352 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცების“ და „ნაცენჯეოებისთვის“ სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ - არგუმენტებით კი არა, „დარეპორტებით“ იბრძვიან შავი ფულისთვის
"ნაცების" და "ნაცენჯეოებისთვის" სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ - არგუმენტებით კი არა, "დარეპორტებით" და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით "სრული ისტერიაა". "ნაცების" და "ნაცენჯეოებისთვის" სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად "არეპორტებენ" "ქარდებს" - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში. არგუმენტებით კი არა, "დარეპორტებით" და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის! მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია... თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!"- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)