|
2024-04-05 11:29:31, 428 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024“ გაიმართება
7 აპრილს, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.), რომლებიც ქართველ სტუდენტებს სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას აძლევენ. „ცოდნა და განათლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელსაც შეუძლია სოციალური ცვლილებების უზრუნველყოფა და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი პოტენციალის რეალიზებას. სწორედ ამ მიზნით, ყოველწლიურად ვმართავთ განათლების საერთაშორისო გამოფენებს, რომლებიც ახალგაზრდებს სთავაზობს დინამიკურ პლატფორმას ინფორმაციის მიღებისა და გაცვლისთვის. მსგავსი პლატფორმები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც შეესაბამება მათ აკადემიურ და კარიერულ მისწრაფებებს“, - აღნიშნავენ Edu-Guide.Ge-ს გუნდში. „"საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის პროცესში კი ვიცით, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება. ამიტომ, ჩვენ ქართველი ახალგაზრდებისთვის აქტიურად ვქმნით განათლების შესაძლებლობებს. განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით იმართება, არის შესაძლებლობა ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაემგზავრონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, მიიღონ მაღალი ხარისხის ცოდნა და ჩამოყალიბდნენ საკუთარი სფეროს პროფესიონალებად, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. გამოფენა გაიმართება 7 აპრილს, 12:00-17:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1. ქ. თბილისი).
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)