|
2024-04-04 17:23:36, 364 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი აღარ დარჩა, მათ ერთი სისტემა აქვთ
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების განწყობა მათი ქმედებებისა და განცხადებების შესაბამისია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. თბილისის მერის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობაში არასამთავრობო სექტორი არაპოპულარულია. „ამ ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარულია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, თავიანთი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მათ ერთი სისტემა აქვთ, რადიკალები არიან. ერთს აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკური პარტია ჰქვია, მეორესაც იგივე ფუნქცია აქვს, სხვა სახელით. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ შესაბამისია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)