|
2024-04-03 13:51:32, 490 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი - ის არის რუსული რეჟიმი
ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ „ქართულ ოცნებას". „ქართული ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე,- ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აზრი იმის შესახებ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიიღება, „ხაფანგია“. „კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად“,- განაცხადა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას და „ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე". ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)