|
2024-04-02 15:17:46, 500 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „ოცნებას“ - თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით
რეალობას თვალი გაუსწორეთ! თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით,- ასე მიმართა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ნაცვლიშვილის განცხადებით, ფეხბურთელებმა ბევრი შრომით ევროპულ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ხელისუფლებამაც მათ უნდა მიბაძოს. "ვერ მიეტმასნებით თქვენი ზედაპირული განცხადებებით მათ დიდ გამარჯვებას. საქმეა ამ ქვეყანაში საკეთებელი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაჩვენეს ქომაგებმა იმ დღეს ძალიან ცხადად და ნათლად, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ არას და ეს ასპარეზი გადავა იმ ადამიანებს ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით გვესმის ქვეყნის და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე, ვიზეიმებთ მთელი საქართველოს ძალიან დიდ გამარჯვებას... ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავისი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, არ დაუწყიათ შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ",- თქვა ნაცვლიშვილმა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)