|
2024-03-29 21:34:35, 995 ნახვა
პოლიტიკა
ლუბინეცი - მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად მონახულების საშუალება მომეცეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა. როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, მან არაერთხელ მიმართა და კვლავ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება. "ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა", - განაცხადა ლუბინეცმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)