|
2024-03-23 14:00:58, 745 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ამ სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ხარისხის დონე
ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. "ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოთხოვნას, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა და ყველა იმ დანიშნულმა პირმა და არჩეულმა პირმა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი მოთხოვნა იყო კეთილსინდისიერების სისტემის შემოწმების ამოქმედება, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება. ამ კონტექსტში, სწორედ ამ სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ხარისხის დონე და კორუფციისგან თავისუფალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო სისტემა", - ამბობს დეკანოიძე. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი უნდა მოიცავდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისაც უნდა წარიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)