|
2024-03-21 21:37:23, 713 ნახვა
მსოფლიო
კალასი - თუ უკრაინა ომში დამარცხდება, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შესაძლოა რუსეთის სამიზნე გახდეს
ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც კალასმა აღნიშნა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე, თუ უკრაინა ომში დამარცხდება. „ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ომი უფრო შორს წავიდეს, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს თავის დაცვაში. აშკარად არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაც დგას სასწორზე. ჩვენ ნამდვილად თუ დავეხმარებით უკრაინას, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რამდენიმეწლიანი პაუზა იქნება და ჩვენ ამას უფრო ფართო მასშტაბით დავინახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახორციელებთ ინვესტიციას თავდაცვაში“, - განაცხადა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)