|
2024-03-21 19:22:30, 505 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე“ „იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას და საქართველოს მტრობას? “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…” ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ! საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“, - წერს რატი იონათამიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)