|
2024-03-20 13:01:26, 540 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა - რომელიღაცა პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული ხალხის მოტყუებაში წავიდა
პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა გელა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ, ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „გამოვიდა რომ რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში". მისივე თქმით, ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. „ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ფილმი, რომელიც რაღაცას ამბობს, მეორე მხრივ გვაქვს კვალიფიციური, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნა. ფილმის დასკვნა და ექსპერტების დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს, ან ერთია ტყუილი, ან მეორე. ჩვენ რომელი ვივარაუდოთ, გელა მთივლიშვილის ფილმის დასკვნაა მართალი თუ მსოფლიოში აღიარებული და კომპეტენტური ექსპერტების დასკვნაა მართალი თუ ტყუილი? მე მაგალითად ასე გადავწყვეტდი, რომ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ექსპერტების დასკვნაა მართალი, შესაბამისად მთივლიშვილის ფილმია თუ დოკუმენტური სიუჟეტი -ტყუილი. სამწუხაროდ ეს ტყუილი დაჯილდოვდა, დაფინანსდა, დიდი ფული დაიხარჯა ამაში როგორც ჩანს. ეს დაფინანსებაც, გამოვიდა რომ ტყუილში წავიდა, ანუ, რომელიღაცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გადამხდელის ფული წავიდა ხალხის მოტყუებაში. აგერ, ერთი მტკიცებულება დაიდო. მათ შორის, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ძალიან კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში აბსოლუტური სიცრუეა და მათი დასკვნა ამხელს ამ სიცრუეს. ეს მოცემულობა გვაქვს საერთო ჯამში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)