|
2024-03-19 13:08:40, 391 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არსებობენ არასამთავრობოები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული
არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა" არ შეიძლება. „არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და ა.შ. თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობაში ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ა.შ. დიფერენცირება არის საჭირო. სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი დეტალებია სანახავი",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)