|
2024-03-15 09:21:10, 781 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებს თაობების მიერ შეგროვილ ქონებას ართმევდა
ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს; რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის; რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს; რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვნა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ფასების ზრდაზე საუბარი ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა და პოპულიზმია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებაც კი არ ღირს, იმდენად დიდი კონტრასტია, თუ რა იყო მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება ამ მიმართულებით და რა არის დღეს. ფასების ზრდაზე საუბარი, ეს არის ერთის მხრივ ეკონომიკის სფეროში დიდი უცოდინრობა და მეორედ მხრივ, პოპულიზმი. არც ერთის პრობლემას განიცდის „ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია და არც მეორის. შეიძლება ითქვას, რომ ორივეში საუკეთესოები ჰყავთ ახლა გუნდში. რაც შეეხება კეთილდღეობას და ფასებს - ფასებზე გვესაუბრება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის ქვეყანა არიოს; რომელთაც თავისი ქვეყანა ემეტებათ ომისთვის; რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ თაობების მიერ შეგროვილ ქონებას და ბიზნესებს; რომლებმაც სასჯელაღსრულების სისტემაში 300 ათასი ადამიანი ისე გაატარეს, რომ აქედან მინიმუმ 100 ათასს დარჩა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მინიმუმ 200 ათასს შემდეგ წლებში გაუჭირდა, რომ სამსახური ეპოვნა და ის ტრავმა და სტრესი, რაც იქ განიცადა, გადაელახა. ის ადამიანები ხომ ოჯახის წევრები იყვნენ, მამები, მშობლები, ძმები? დღემდე, წლების შემდეგაც კი, არაერთ ადამიანს, ვინც ის რეჟიმი გამოიარა, ათი ათასობით ლარი დასჭირდა, ჯანმრთელობა რომ აღედგინა“,- განაცხადა თალაკვაძემ „იმედი live”-ში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)