17:30 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 14:09:43, 818 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მელია და გვარამია საზოგადოებას ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები - რადიკალიზმის და ბოროტების ადგილი პოლიტიკაში არ არის

როგორ შეიძლება, კონკურენტად აღიქვა ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ ერთი ან ორი პროცენტი მიიღოს, ყველა იმ პოლიტიკური პარტიას და პოლიტიკოსს, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, ექნებათ პრობლემა ბარიერის გადალახვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია საზოგადოებას „ვერ წარუდგებიან, როგორც ახლები, რადგან მათზე მოქალაქეებმა საკმაოდ ბევრი იციან".

„დღეს შეიძლება, აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ახლები არიან, თუმცა მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს ამ ადამიანებმა თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით, სიბინძურით. თუ რამე სიბინძურე შეიძლება, ადამიანმა იკადრო, მოიფიქრო, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთო, ყველა გაკეთებული აქვთ. ახლა რომ დავიწყო ამის მოყოლა, შეიძლება, იმდენ ხანს გაგვიგრძელდეს, რომ ვერ დავამთავროთ საუბარი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, შეფასებები გაკეთებული აქვს, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,  რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics