|
2024-03-11 17:01:13, 900 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე - ზურაბიშვილი ხაზარაძის მაშველი რგოლია - ისინი ენმ-ის საქმეს აკეთებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის „მაშველი რგოლია და საერთო ჯამში ისინი ენმ-ის საქმეს აკეთებენ". „ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან. თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო. ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ეს მიზანი რომ იქნებ, რამენაირად შემოტრიალდეს, ამისთვის ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში, ისინი "ნაცების" საქმეს აკეთებენ ამით. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავდროულად მავნებლურ გეგმას, ერთი მხრივ, დააბულინგოს კალანდარიშვილი, რომ გადადგეს და მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ მას არ მივცემთ",- აცხადებს მდინარაძე.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)