|
2024-03-11 16:53:41, 938 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე მთელ გუნდში სრული კონსენსუსია
კეზერაშვილის კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი მთელ გუნდში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს. მელიას თქმით, დავით კეზერაშვილს არაერთხელ ურჩია, რომ "თუ დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის უკეთესი იქნებოდა". "თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. მე ვფიქრობ, არაფერი არასდროს არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით. ეს მისი არჩევანი იყო, რა ნაბიჯებიც გადადგა მის ცხოვრებაში. მე მას არაერთხელ ვურჩიე, რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი კვალი ამ პარტიაში, არ და ვერ იქნება, ამაზე არის სრული კონსენსუსი და შეთანხმება მთელ ჩვენ გუნდში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)