|
2024-03-11 16:22:57, 744 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას - კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“
„არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, "აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია". „ლელო“- ხაზარაძე, ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მისი „არტარეა“ - ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელიგენციას, როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში, როგორ ცდილობდა მათ გაშავებას. დღეს „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდო ინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდო ღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ, რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც სინამდვილეში ერთი სუბიექტია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. რაც შეეხება ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებას, დავით მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი „ნაცობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირი ჰქვია".
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)