|
2024-03-11 15:48:04, 758 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ნომერი 4 და პარტია „ახალი“ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ჯადოს აუცილებლად მოხსნის
ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, „დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი". „სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, უნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას, ჩვენ ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და მჯერა, რომ ყველაზე რთულ, კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი და ეს გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ. ეს მარტივი გამოსავალი ცოტა ხანში გადაიქცევა მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პარტია "ახალში" გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)