|
2024-03-09 18:10:40, 890 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რეკომენდაციაში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს - რაც არსადაა ევროპაში, იმას არ გავაკეთებთ. "ვეტინგზეც" არ გავითვალისწინებთ არანაირ მოწოდებას, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება
ჩვენ გვაქვს ჩვენი ახსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და მაინც რეკომენდაციაში წერია. რაც არსადაა ევროპაში, ამას ჩვენ უბრალოდ არ გავაკეთებთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, იმიტომ, რომ საქართველოში ამას იყენებენ ბოროტი მიზნებისათვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილზე ერთ-ერთ ტელევიზიას მზად ჰქონდა დასაბულინგებელი კამპანია, რომლითაც უნდოდათ მისი გადაყენება და ცესკო-ს თავმჯდომარედ ხაზარაძის "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრის დანიშვნა. მდინარაძის თქმით, რეკომენდაციას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ხელს შეუწყობს, მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს. "აღმოჩნდა, რომ თურმე დასაბულინგებელი ფეიკ-კამპანია ხაზარაძის ტელევიზიას გამზადებული ჰქონია და ისიც კი იკადრეს, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია, თავისი გარდაცვალების თარიღითაც კი გააყალბეს ხაზარაძის დავალებით, რაღაც რომ დაებრალებინათ. ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი, ხომ ხელის გულზე დევს. ამ ბულინგის კამპანიით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარე გადაეყენებინათ და შემდეგ ასევე ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე. მარტივია, გაშიფრული სქემაა. ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ. - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მან ასევე ისაუბრა ე.წ. "ვეტინგზეც" და განმარტა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში და უცხოელი ადამიანი კონკრეტულ საკითხებს ვერ გადაწყვეტს, შესაბამისად, ამ სისტემის შემოღებაზე მოწოდებებს "ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს. ""ვეტინგთან"დაკავშირებითაც არ გავითვალისწინებთ არანაირ მოწოდებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ. ეს მიდგომა არ გადაიხედება და არც ერეთი უცხოელი ადამიანი საქართველოში არასდროს და ვერასდროს გადაწყვეტს რაღაც საკითხებს, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითებს. ადეიშვილი და მისი მოადგილე ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყნებში "ვეტინგთან" დაკავშირებულ კომპეტენციებს და შესაბამისად, მართლა უხერხულია." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)