|
2024-03-07 14:04:17, 616 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია იტალიის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „საქართველოსა და იტალიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბოლო წლებში, გაზრდილია სავაჭრო ურთიერთობებიც, თუმცა ამ მიმართულებით, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან, რადგან დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების და რეფორმების განხორციელებისთვის, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ქვეყანაში როგორც წარმოების ხარისხის გაუმჯობესების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და საექსპორტო პოტენციალს ევროპის, მათ შორის იტალიის ბაზარზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მასიმილიანო დ'ანტუონომ დადებითად შეაფასა საქართველო-იტალიას შორის არაერთი მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება. იტალია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)