|
2024-03-07 10:05:31, 762 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ისლანდიელ კოლეგას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს, გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზები და ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ქართულმა მხარემ, ისლანდიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით, ისლანდიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. „ისლანდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. კლიმატის ცვლილება, მთელი მსოფლიოსთვის, უდიდესი გამოწვევაა და მასთან გასამკლავებლად, ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობაა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. გასულ წელს, ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას გვავალდებულებს. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ძირითადი რეგულაციის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება და ამ პროცესში, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა, საქართველოსთვის განსაკუთრებით ფასეულია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრმა, გუდლეიგურ თორ თორდარსონმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისლანდია მზად არის გაუზიაროს გამოცდილება და მხარი დაუჭიროს საქართველოს, გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე ისლანდიის რესპუბლიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)