|
2024-03-06 20:06:14, 973 ნახვა
პოლიტიკა
ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ. „ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა გარკვეულ წილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავსი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს“, - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)