|
2024-03-05 15:29:33, 675 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გოცირიძეს - თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა, გორიდან ჩამოიტანა აპარატურა რომ გაეხსნა
თქვენ დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა, რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს, რომან გოცირიძეს. მდინარაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს, ექიმების და პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით გვარდება. „თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და რაც მთავარია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მაგით ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)