|
2024-03-05 14:19:14, 605 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე - რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს
რა ფორმაც არ უნდა მიიღონ, რა კომბინაციაც არ უნდა შემოგვთავაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ დარესტაილინგებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი წარმატების შანსი არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჩაკვეტაძის თქმით, „ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობა] ხელისუფლებაში მოაბრუნოს“. მისივე განცხადებით, საზოგადოება კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. „სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მთელს თავის საარჩევნო კამპანიას სიძულვილის კამპანიაზე აწყობს, მუქარებსაც კი არ ერიდება და შემდეგ 9 ნაბიჯის შესრულებაზე და დეპოლარიზაციაზე გვესაუბრება, რაც წარმოუდგენელია ამ ადამიანების მხრიდან რომ მოვისმინოთ. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ვინ ცდილობს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. როგორც თვითონ იტყოდნენ, 235 დღის შემდეგ ჩვენ ისევ თბილისში ვიქნებით და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)