|
2024-03-05 14:13:09, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე „ლელოზე“ - მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს
მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორეულის, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბოლშევიკურ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ რეფორმებზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა „ფაქტია, რომ „ლელოს“ დაკარგული აქვს რეალობის აღქმა“. მისივე თქმით, "როგორც ჩანს მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა". „ჯერ უკვე მიღებულ სტაჟირების კანონს თავიდან დაგვპირდნენ, შემდეგ ცეცხლოვანი მუსტანგით მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება სცადეს და ბოლოს გადასახლებითაც დაგვემუქრნენ. ე.წ. გაციმბირება შემოგვთავაზეს, როგორც გამოსკოვება და როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კომკავშირის „ტრადიციების“ მიმდევარი. ამ პარტიებისგან გასაკვირი არაფერია და წინა საარჩევნოდ უფრო კომიკურ სიუჟეტებსაც ველოდებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა. მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)