|
2024-03-05 09:14:25, 713 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. "დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება. თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)