20:56 - 22 Jul, 2026
|
2024-03-04 14:01:56, 582 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს
მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, "ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებულ ლობისტებთან შეხვედრაზე სენატორებისა და კონგრესმენების უარი განაპირობა კეზერაშვილის თაღლითურმა საქმიანობამ, რაც პენსიონერების ძარცვის ფაქტებს გულისხმობდა". "ცხადია, შეხვედრა რატომ არ ისურვეს. ტელეკომპანია „ფორმულა“ ვისია? დავით კეზერაშვილის. რით იყო დაკავებული კეზერაშვილი და რა რეპუტაცია აქვს მას, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური ხერხებით მოქმედებდა, მხედველობაში მაქვს პენსიონერების ძარცვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)