|
2024-03-04 13:45:29, 829 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები
არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფილი პრეიმიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო. კალაძის თქმით, „ეს სისულელეა". „ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს, პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. „ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორცილდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)