20:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 14:59:11, 603 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია არ არსებობს

ე.წ. "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, მოახდინონ გაშლა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად 20 პროცენტი გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა,"რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს".

"სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს არც ერთი "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს "ლელო-ნაციონალები", "გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა. ეს არის ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics