|
2024-03-01 15:00:18, 751 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კობახიძემ ყველაზე უკეთ იცის, მთავრობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა საკადრო ცვლილებების თემაზე, მან ვრცლად გააკეთა განმარტებები და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა. კალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით". „ირაკლი კობახიძე არის მთავრობის ხელმძღვანელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ გააკეთოს. მგონი, ყველა მინისტრი ადგილზეა და განაგრძობს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, კითხვები ამოწურულია. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის მუშაობასთან, მინისტრების კომპეტენციასთან, მათ მუშაობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)