20:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 14:53:34, 679 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებს აზიანებს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმს და  ევროპული მომავლის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კითხვას - უნდა მოხდეს თუ არა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციის გამიჯვნა, კახა კალაძე დადებითად პასუხობს.

„ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი განცხადებები, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდი და ოდიოზურია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს.

„დღეს ძალიან ბევრი ითქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებით თეთრზე შავს გეუბნებიან, ეს საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics