|
2024-02-29 20:53:14, 610 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას ?
“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს. შარმანაშვილის თქმით, "ზურაბიშვილის საქციელი ყველა ზღვარს სცდება და მას პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია". “ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს ? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას ? პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. ყველა ზღვარს სცილდება ამ ქალბატონის საქციელი წერს თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)