|
2024-02-29 17:27:22, 675 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ივანიშვილზე - ძალიან კარგია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას
ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის, სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "ბევრად უკეთესია, რომ ივანიშვილი უფრო თვალსაჩინო პოზიციაში იყოს". "ძალიან კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვან მმართველობას, როდესაც ხალხმა არ იცის, სად არის ძალაუფლების წყარო, როდესაც ამ ადამიანს არ ჰქონდა აღებული არანაირი პასუხისმგებლობა და არც ანგარიშვალდებულება ხალხთან. ბევრად უკეთესია, რომ იგი იყოს უფრო თვალსაჩინო პოზიციაში. ასე რომ, ახლა, როდესაც ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს. ახლა საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)