|
2024-02-28 15:25:35, 748 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას და საარჩევნო სისტემას ქართულ საზოგადოებაში
მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას და საარჩევნო სისტემას ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანის თქმით, აშშ ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. "მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა უცხოური ქვეყნებიდან, რათა ქართველებმა, რომლებიც არჩევნებზე წავლენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, მათი ხმა დაცულია და დათვლილია. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა ეს სწორედ ასე იყოს", - განაცხადა დანიგანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)