03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 13:35:26, 557 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მერია მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე შესრულდება.

„სკვერი მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მწვანე და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ პარკი სრულად განახლდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics