|
2024-02-26 17:36:12, 818 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. „განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება. ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, მამხილებელს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი (მათ შორის, ანონიმური მამხილებლის სტატუსი), გაუწიოს მას სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მხილების ფაქტზე რეაგირებისთვის გაუგზავნოს სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს. ანტიკორუფციული ბიუროს ასევე ენიჭება უფლებამოსილება, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მამხილებლისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართოს აღნიშნულ სამსახურს. კანონპროექტით უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან",- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში. ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)