|
2024-02-26 14:50:55, 706 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირთან მიმართებაში დაბალია
საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაბალია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თანხვედრის 100%-თან მიახლოებული მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. "ახლა თანხვედრის ხარისხი დაბალია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. როდესაც დადგება მომენტი, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, მაგრამ მაინც დაბალია. საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა ექნება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. მისივე თქმით, უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია. "უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია. რომლის სამიზნე ევროკავშირი და დასავლეთია. აქ ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ ეს 27 ლიდერის სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, წელს, როდესაც არჩევნებია საქართველოში და ევროკავშირშიც, დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეა ევროკავშირი, აშკარაა, რომ გაღრმავდება. ვისურვებდით, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა საქართველოს მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული", - დასძინა ჰერჩინსკიმ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)