|
2024-02-26 09:44:19, 764 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ეს არჩევნები ერთგვარად იქნება „ევროპა, თუ არა ევროპა“ - ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ
ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არჩევნები ერთგვარად იქნება - "ევროპა, თუ არა ევროპა“. "ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით, გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ, ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა. ამიტომ, ეს არჩევნები ერთგვარად იქნება "ევროპა, თუ არა ევროპა“ - ამ ტიპის არჩევნები და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: რუსული პროპაგანდის გააქტიურებისათვის, რომელსაც უკვე ვხედავთ; პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც ასევე ვხედავთ, შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება, ალბათ, არ გაუჭირდებათ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)